ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ სოფლების მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 2021 წლის აპრილში დაიწყო და ახლა პროცესის გაგრძელებაა.
"უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადეს სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი აქტიურად მიმდინარე წლის თებერვლიდან განაახლეს, როცა სოფელ კირბალში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია თეთრი ლენტებით მონიშნეს.